ჩვენს შესახებ
საქართველოს ბაზარზე შპს "ABM" წარმოადგენს კომპანია Thermo Fisher Scientific - ს, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს რამოდენიმე სხვადასხვა ბრენდს, მათ შორის: Thermo Scientific, Applied Biosystems, Invitrogen, Fisher Scientific, BRAHMS, Ion Torrent, One Lambda, Unity Lab Services და ა.შ.
Thermo Fisher Scientific - მსოფლიო ლიდერი კომპანიაა სამეცნიერო სფეროში, რომელიც 70 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს გლობალურად. კომპანია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გააუმჯობესონ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების დარგში მიმდინარე კვლევები, გაუმკლავდნენ კომპლექსურ ანალიტიკურ გამოწვევებს, გააუმჯობესონ პაციენტთა დიაგნოსტიკის, პრეპარატებით უზრუნველყოფის შესაძლებლობები და გაზარდონ ლაბორატორიების პროდუქტიულობა.
20 წელზე მეტია, რაც Applied Biosystems - ის ლაბორატორიული აპარატურა მსოფლიო დონის წამყვანი მეცნიერების ნდობით სარგებლობს. მკვლევარები, რომლებიც საჭიროებენ ეფექტურობას, აკურატულობას და ოქროს სტანდარტის დონის ტექნოლოგიებს, გვანიჭებენ უპირატესობას, ვინაიდან ვთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტილებებს საწყისი ნიმუშის მომზადებიდან დიაგნოზამდე, როგორც სექვენირების, გამდინარე ციტომეტრიის და PCR მეთოდოლოგიის მხრივ, ასევე ბიოქიმიურ-იმუნოლოგიური ანალიზების მიმართულებით.
რას ვაკეთებთ
ჩვენი ტექნიკა, კომპიუტერული პროგრამები, რეაგენტები, სერვისი და სახარჯი მასალები ხელს უწყობს მეცნიერებს გადაჭრან კომპლექსური ამოცანები ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ, აკადემიურ, სამთავრობო, გარემოს დაცვის, ინდუსტრიულ კვლევებსა და კლინიკურ ლაბორატორიებში.
ჩვენი პროდუქცია მოიცავს ეტაპებს დაწყებული ნიმუშის მომზადებიდან, საკვლევი მასალის დახასიათების, ქიმიური ანალიზის და კლინიკური დიაგნოსტიკის ჩათვლით, რაც საერთო ჯამში მკურნალობის რაციონალური მეთოდოლოგიის შემუშავების და გამოყენების საშუალებას იძლევა.
ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მარტივ წვდომას ლაბორატორიული ტექნიკის, რეაგენტების, სახარჯი მასალების და სერვისების სრულყოფილ პორტფოლიოზე. ჩვენი პარტნიორები, მაგალითად როგორიცაა B·R·A·H·M·S, იკვლევს, ანვითარებს და ქმნის ახალ სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებს, რაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ადრეული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
ჩვენი პროდუქციის სპექტრი მოიცავს: ლაბორატორიულ ტექნიკას და სახარჯ მასალებს, მასურ სპექტრომეტრიას, ქრომატოგრაფიას, მოლეკულურ ბიოლოგიას, ცილების კვლევას, კლინიკურ სადიაგნოსტიკო საშუალებებს და სხვა მრავალს.
კონტაქტი
სამუშაო საათები 10:00 - 18:00
ოფისი ქავთარაძის ქ. I შეს. #10, 0186 თბილისი, საქართველო
ტელეფონი +995 32 211 20 17
ელ.ფოსტა info@abm.com.ge